четверг, 22 апреля 2010 г.


პროექტის სახელი: ,,ნარკომანია“
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გავაცნობ ნარკომანიის შედეგებს, მის გავლენას შთამომავლობაზე. რადგან მოსწავლემ გაითვალისწინოს, რომ უნდა იყოს ჯანსაღი, როგორც ფიზიკურად ისე, სულიერად, რათა გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. პროექტის სრული აღწერა: ნარკომანია ჩვენი ერის ყველაზე დიდი პრობლემაა,ეს ყველა თაობის საფიქრალი. ნარკომანი არის დაავადებული ადამიანი,რომელსაც სჭირდება ადამიანი,რომელიც მას მხარში ამოუდგება და შთააგონეს რომ ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება უფრო მშვენიერი.
პროექტის მონაწილე ბავშვებს ვყოფ ორ ჯგუფებად: ერთი ჯგუფი წინასწარ ანზადებს ბუკლეტებს, პლაკატებს და აწყობს აქციას ნარკოტიკების წინააღმდეგ. ქმნიან კედლის გაზეთს.
მეორე ჯგუფი აწყობს შეხვედრებს ნარკომანებთან და განკურნებულ ნარკომანებთან, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკებთან და ადგენენ ნარკომანთა სტატისტიკურ მონაცემებს.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს,ხდება აღნიშნულ თემაზე ვიდეოფილმის ჩვენება, გაიმართება დისკუსიები მონაწილეებს შორის სადაც მოწვეული იქნებიან ექიმები, სასულიერო პირი, ფსიქოლოგები, მშობლები. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლები დაინახავენ თუ რა შემზარავი სახე აქვს ნარკომანიას და მომავალში ისინი იქნებიან უფრო ფრთხლები, და მიხვდებიან რამდენად საშიშია ნარკომანია და მათ არასოდეს გაუჩნდებათ სურვილი ნარკოტიკის მოხმარების.

მონაწილეთა ასაკი: 14–16 წლამდე.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეხვედრა სამართალდამცავ ორგანოს მუშაკებთან, ექიმებთან, ფსიქოლოგთან, საეკლესიო პირთან, მშობლებთან, ნარკომანებთან და განკურნებულ ნარკომანებთან დისკუსიის გამართვა მოსწავლეებს შორის, ვიდეოფილმის ჩვენება, დისკუსია ფილმის შესახებ, ბროშურების დამზადება, პრეზენტაციის მოწყობა, კედლის გაზეთების და ბუკლეტების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლები გაიგებენ რა შედეგი მოაქვს ნარკომანიას და უარს იტყვიან ნარკოტიკებზე . ჩაატარებენ აგიტაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ.
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.maiajgamadze.blogspot.com